„ვერ ვხვდები, მის გარეშე როგორ ვიყავი...“ - ნანუკა გულუა

nanuka gulua

ნანუკა გულუა ესტუმრა თაკო ჩხეიძის რუბრიკას „იმედის“ ეთერში და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია 41 წლის ასაკში სამი შვილის დედობა.

ის საუბრობს თავისი მეორე ნახევრის შესახებ და ამბობს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია:

„კახა არის ყველაფერში, მეც ვარ კახას ყველაფერში. ზუგდიდში იყო წასული, სახლში სარემონტო სამუშაოები წამოიწყო, რვაფეხაა ჩემსავით, ჩემი ბიძაშვილი ეხმარებოდა და იქიდან მეუბნება, ჩემმა ცოლმა ამდენჯერ რომ დამირეკეოს, არარსებული ვარიანტიაო. სულ მინდა, რომ დავურეკო, ყველაფერი ვუთხრა, რაღაცნაირად ჩემი ადამიანია და ჩემი მთელია, ვერ ვხვდები, მის გარეშე როგორ ვიყავი…“- ამბობს ნანუკა.