ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა... ჩვენთვის ეს იყო სტიქიური უბედურება - რას წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი

ზაზა მესხის ყოფილი ცოლი

შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ.

სტიქიის ზონაში დაკარგული თემურ ჩარკვიანის და ნიკა ჩალაძის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია.

საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნისა,“ - განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

შოვში დაკარგული მესხების ოჯახის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

„ზაზა მესხს ყოფილი მეუღლისგან სამი შვილი ჰყავდა, 2 ბიჭი და ერთი გოგონა, აქედან 2 ბიჭი თან ახლდა შოვში, რომლებსაც დღესაც ეძებენ, ხოლო გოგონა თბილისში დარჩა, როდესაც გაიგო, რომ დედა მოფრინავდა ჰოლანდიიდან და არ გაჰყვა მამას და ძმებს შოვში. თბილისში ჩამოსულ დედას ასეთი ტრაგედია დახვდა, ის ყოველდღე წერს დღის ამსახველ სტატუსს.

„ნათესავებთან მძიმე საუბარი გვქონდა; ყველანი ემოციურები ვართ და ეს საერთო გადაწყვეტილებას მიღებას არ აადვილებს. ადრეც აღვნიშნე, რომ ზოგს უნდა მომხდარის დამნაშავეების პოვნა და მათი დასჯა.  ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება - ასეთი, რომელიც ხდება მთებში, სადაც ბუნებას უფრო დიდი ძალა ვიდრე ყველაფერს, რაც ადამიანს შეუძლია გამოიგონოს. თუ კი ქმედება თქვენთვის დაკარგვის ტკივილთან გამკლავების გზაა, ერთი მიმართულება, რომელზედაც ვფიქრობ როგორც ნამდვილად სასარგებლო, არის მხარდაჭერისა და ექსპერტიზის მობილიზება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის (და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ისინი მიიღონ და განახორციელონ).

რაც უკვე მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით... ვხედავ, რომ ზაზას ჰყავს ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ბევრ თქვენგანს სურს რაღაცის გაკეთება (ისევე როგორც სხვებს).  გთხოვთ, თუ გსურთ რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, პირველ რიგში დამიკავშირდით მე კოორდინაციისთვის! გახსოვდეს, რომ ზაზას უფროსი შვილი, და დედამისი, რომელიც ასევე ორი დაკარგული ბიჭის დედაა, ისევ აქ ვართ და იცოდეთ, რომ მინდა ყველა ბავშვზე ვიზრუნო.  ეს მოიცავს მათ პირად ცხოვრებაზე ზრუნვას. გთხოვთ არ გააზიაროთ მათი სახელები (სოციალური) მედიაში, და იქნებ ბავშვების სურათების დადებაც არ არის ამდენად საჭირო... მათი ამოცნობა უკვე ფოტოებით ვერ მოხდება...“, - წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.

ასევე ნახეთ:

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული

"ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა..." - რამაზ დავლაძე

„ზაზას ერთი შვილი შოვში არ გაჰყვა, გოგონა თბილისში დარჩა...“ - რას წერს მესხის მეგობარი