ვაკო ავალიანი "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს

რ2 ბექი

სს "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ვაკო ავალიანი თანამდებობას ტოვებს.

ის მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. ამის შესახებ შეთავაზება ვაკო ავალიანმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

სს "მედია ჰოლდინგი" აერთიანებს ტელეკომპანია რუსთავი2-ს და სხვა რამდენიმე გასართობ მედიასაშუალებას.