ვადა არ გადაიწევა! - იუსტიციის სამინისტრო მეწარმე სუბიექტებს აფრთხილებს

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა – 2026 წლის 1 აპრილამდე უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტებს დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად დიდი დრო ჰქონდათ და შესაბამისი პროცედურების გავლა დარჩენილ ვადაშიც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, 20 მარტამდე სერვისის მიღება მათ ნახევარ ფასად შეუძლიათ.

პაატა სალიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რომელ საწარმოებს ეხებათ აღნიშნული ვალდებულება:

„ეს ეხება ყველა იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც რეგისტრირებულია 2022 წლის 1 იანვრამდე, გარდა არაკომერციული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა. მოვუწოდებ ყველას, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა სუბიექტებს არ შეექმნათ პრობლემები, რასაც ითვალისწინებს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა“.

მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებში, ისე საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან, ასევე, ელექტრონულად პორტალ my.gov.ge-ზე.