უახლესი ინფორმაცია პატრიარქის მდგომარეობაზე - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უახლესი ინფორმაცია გააცნო.

„ამ დროისთვის, დაახლოებით 20:00 საათისთვის, მდგომარეობა არის კვლავ არსებითი დინამიკის გარეშე, არის გარკვეული ცვლილებები ცალკეული მიმართულებებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა, რამე არსებით ან გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე, საუბარი არ გახლავთ. ექიმები, ბუნებრივია, მუდმივად, პერმანენტულად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც სჭირდება მუდმივად დაკვირვება და ძალიან ფრთხილად გაზომვა.“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვრცლად, იხილეთ კომენტარი: