1787341694
„თვითონ ვუკეთებ ამას ჩემს თავს...“ - ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ შეყვარებული სხეულზე სიგარეტს აწვავს, ახალ ვიდეოს აქვეყნებს
20 წლის ბიჭი ინფლუენსერ ნათია გვაზავასთან ( Natia Talks) პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არასწორი საქციელის შემთხვევაში, მისი შეყვარებული გოგონა, სხეულზე სიგარეტს აწვავს.
ბიჭის თქმით, აღნიშნული ქცევა ურთიერთობაში ერთგვარი „დასჯის“ ფორმაა.
ბიჭის მონათხრობმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ ბიჭმა ახალი ვიდეო დადო, სადაც ამბობს, რომ საკუთარ თავს თავადვე იზიანებს და შეყვარებული არაფერ შუაშია.
„ახლა ვნახე ვიდეო. მეგონა არ დადებდნენ, ისეთ უაზრობებს ვამბობდი. თვითონ ვუკეთებ ამას ჩემს თავს, რაც იქ დაინახეთ, იმის გამო, რომ ადრენალინი ძალიან მევასება....“- ამბობს ბიჭი ვიდეოში.
@fl0ralg1rlie @natiatalks #natiatalks #Relationship #fyp #toxicrelationship ♬ original sound - Mia











