ირანმა ნება დართო ერაყულ ნავთობტანკერებს, ჰორმუზის სრუტე გაიარონ - Reuters

 ჰორმუზის სრუტე

ირანმა ნება დართო ერაყულ ნავთობტანკერებს, ჰორმუზის სრუტე გაიარონ - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედია IRNA-ზე დაყრდნობით წერს.

IRNA-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ბაღდადის მრავალჯერადი თხოვნის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის ვიზიტისას ერაყული მხარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა კვლავ ომამდელ ნიშნულზე ბევრად დაბალია. ეს სტრატეგიული საზღვაო გზა აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტში ერთ-ერთ მთავარ ვაჭრობის საგნად და ბერკეტად იქცა.