1752349956
„თუ არ დაეცი ზოგჯერ ვერ გაიაზრებ და ვერ მიხვდები რა შეგეშალა...“ - გიორგი ლობჯანიძე პეტრეპავლობაზე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
გიორგი ლობჯანიძის მორიგი პოსტი პეტრეპავლობის დღესასწაულს ეხება, რომელიც სწორედ დღეს, 12 ივლისს აღინიშნება:
„რა დღესასწაულსაც აღვნიშნავთ დღეს, ,,პეტრე-პავლობას," ზუსტად მასში დევს ადამიანური ცხოვრების მთელი ფილოსოფიური არსი და ამას ეწოდება ცვლილება, გარდაქმნა.
იმისთვის რომ ჩაწვდეს ადამიანი რატომ ჰქვია მას პიროვნული გარდაქმნა, ამისთვის გულით უნდა იჯეროს და გაიაზროს ეს მოვლენები. პეტრე იყო, სვიმონი და დაერქვა პეტრე, ანუ კლდე. ხოლო პავლე კი იყო სავლე და დაერქვა პავლე, რადგანაც ერთიც და მეორეც განეშორნენ უწინდელს და შეუდგნენ ახალ საზრისს.
პეტრე, რომელიც კლდეა თავის რწმენაში და გამბედაობაში, მასაც კი ეშლება და ვარდება ცოდვაში, ღვთის სამჯერ უარყოფაში, ხოლო პავლე, რომელიც ჩინებული მწიგნობარია, მას მისი წარმართული ბუნება არ აძლევს უფლებას რომ ჭეშმარიტება იქადაგოს, მაგრამ ნათქვამია, თუ არ დაეცი ზოგჯერ ვერ გაიაზრებ და ვერ მიხვდები რა შეგეშალა. განსხვავებით იუდასგან, რომელიც შეცდომის მერე თავს იკლავს.
ასეა ჩვენი ცხოვრების სავალი ბილიკიც, მილიონჯერ რომ დაეცე, მილიონჯერვე უნდა წამოდგე ფეხზე. იქამდე, სანამ შენში სულიერი და მენტალური გარდაქმნის პროცესი არ ჩაირთვება.
სასოწარკვეთა და მსგავსად იუდასი თავის მოკვლა არაა გამოსავალი, განსაცდელი იმისთვის ეშვება ადამიანზე რომ ის ბევრად უკეთესი გახდეს უწინდელზე და შეცვალოს რაღაც!
ხან და ხან რთული მომენტების სახით მოდის ზუსტად დიდი ტრანსფორმაციული გარდაქმნები, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ხოლო ეს ორი მოციქული მათი საქმისამებრ დასტურია ამ ფილოსოფიური მექანიზმისა.
გილოცავთ! გეპოვოთ შეცდომები, პრობლემის არ აღიარება უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს და მხოლოდ გაზრდის მტკივნეულ განსაცდელს იქამდე, სანამ არ შევიცვლებით.
და დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრება - ცვლილებაა. ან საფეხურობრივად ადიხართ მაღლა ან ჩამოდიხართ დაბლა.
საშუალო რგოლი არ არსებობს!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.