აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას წელსაც გადასცემს.
სააღდგომო ნობათის ჩამონათვალი ასეთია:
პასკა;
კვერცხი;
ღვინო - წითელი;
შოკოლადის კანფეტი;
კარამელის კანფეტი;
ქათამი;
კარაქი;
ზეთი;
ლობიო;
შაქარი;
ფქვილი;
ტორტის მაგვარი ნამცხვარი;
რულეტი;
ბრინჯი;
ჩაი.
უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სასურსათო კალათები ადგილზე გადაეცემათ.
ხოლო, იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად შეუძლიათ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გამგეობებს მიმართონ, დაწერონ განცხადება და რესურსის არსებობის შემთხვევაში, სასურსათო კალათას მათაც გადასცემენ.
1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი და ასე შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან სასურველ გამგეობას მიმართოთ.