1765480415
ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ნაძალადევის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული 35 წლის ქალის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ:
„მინდა ასეთი ბედნიერი მახსოვდეს... არ მინდა იმ რეალობის დაჯერება რაც მოხდა... წუხელ დედა შვილს ნახალოვკაში დაარტყა მანქანამ და ადგილზე დაიღუპა შვილი, ცისმარი... დედა რეანიმაციაშია, თუმცა გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია...“
შსს-მ მომხდარი ავარიის ფაქტზე ერთი პირი დააკავა და გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო .












