12 დეკემბერს ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები

ნათურა

„თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის (ნაწილობრივ), დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ოქროყანის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, მუხაძის, ტაბიძის, ახმეტელის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, დადიანის, ძოწენიძის, გელოვანის, გამრეკელის, გურიელის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.