ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა
1784790609
ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. მან სამართალდამცავ უწყებას დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია. ცნობილია ისიც, რომ ხორავას ქუჩაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია.
გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს".