1794936548
ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ პოეტ საშა გველესიანს
პოეტ საშა გველესიანს შაბათს, 21 ნოემბერს, მახათას მთის პანთეონში დაკრძალავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოეტთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდები ხუდადოვის ქუჩის №55-ში მდებარე სარიტუალო დარბაზში მიმდინარეობს.
შაბათს, 11:00-დან 14:00 საათამდე, საშა გველესიანი ვაზისუბანში, ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ტაძარში იქნება დასვენებული, რის შემდეგაც მას მახათას მთის პანთეონში დაკრძალავენ.
„მეგობრებო, ვისაც სურვილი გაქვთ, პოეტ საშა გველესიანთან გამომშვიდობებისა, გაცნობებთ, რომ ამ დღეებში პანაშვიდები მიმდინარეობს, სარიტუალო დარბაზში (ხუდადოვის 55). შაბათს, 11-დან 14 საათამდე, იგი დასვენებული იქნება ვაზისუბნის 9 კოლაელ ყრმათა სახ.ტაძარში და შემდეგ, დაკრძალავენ მახათას მთის პანთეონში...“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი, 58 წლის ასაკში, 17 ნოემბერს გარდაიცვალა.










