„დააკლდა პაციენტებს... ქვეყანას“ - ცნობილი ექიმი გარდაიცვალა
1752086974
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
მომხდარს „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ეხმაურება.
„ეს საღებავი არის ჩვეულებრივი კანცეროგენი, რომელიც ორგანიზმიდან მალე არ გამოდის და შესაძლოა გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი. ნებისმიერ სხვა ხილში შეიძლება გამოიყენონ მათ შორის ვაშლზეც. ფიქრობ, ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა. ამ საღებავის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ სხვა ხილზე შეიძლება, რომელსაც პრიალა ზედაპირი არ აქვს...“, - ამბობს ირაკლი არაბული.