გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ცოტა ხნის წინ, ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ახალ რეგულაციას, რომელიც მოგზაურებს თვითმფრინავში 7 კილომდე ხელბარგისა და პატარა ზურგჩანთის ატანის უფლებას თანხის გადახდის გარეშე მისცემს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას მხარს ევროპის ქვეყნებიც დაუჭერენ – ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ბორტზე 100 სანტიმეტრი სიმაღლის ჩემოდნის ატანას შეძლებთ, რომლის წონაც 7 კილოგრამს არ აღემატება. ამასთანავე, შესაძლებლობა მოგეცემათ თან გქონდეთ პატარა ზურგჩანთაც. და რაც ყველაზე მთავარია, ამისთვის თანხის გადახდა საჭირო აღარ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მოგზაურებს თვითმფრინავში უსასყიდლოდ მხოლოდ პატარა ზურგჩანთის ატანა შეუძლიათ. დამატებითი ბარგის არსებობის შემთხვევაში კი მათ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდა უწევთ.