ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი, ორსულობისას, შესაძლოა ნაყოფს საფრთხეს უქმნიდეს - ახალი კვლევა

foto

დანიელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ გოგონებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს პარაცეტამოლს იღებდნენ, სამი თვის ასაკში უფრო მცირე ზომის საკვერცხეები, ნაკლები რაოდენობის საკვერცხის ფოლიკულები, უფრო მცირე ზომის საშვილოსნო და რეპროდუქციული ჰორმონების უფრო დაბალი დონე ჰქონდათ.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათი შედეგები შეესაბამება ცხოველებზე ჩატარებული რამდენიმე წინა კვლევის შედეგებს.

თუმცა, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ვინაიდან ეს იყო დაკვირვებითი კვლევა, მიღებული შედეგები არ ადგენს პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირს. მათი თქმით, ქალებს ამ შედეგების გამო შეშფოთების მიზეზი არ აქვთ, რადგან კვლევის დასკვნებს დამატებით დადასტურება და უფრო ხანგრძლივი კვლევები და დაკვირვება სჭირდება.

პარაცეტამოლი ორსულობის დროს ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტია. თუმცა აქამდე უცნობი იყო, შეიძლებოდა თუ არა ნაყოფზე ამ პრეპარატის ზემოქმედებას გავლენა მოეხდინა გოგონებში საკვერცხის კვერცხუჯრედების რეზერვის განვითარებაზე და შემდგომ რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ისევე როგორც ეს ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში იყო ნაჩვენები.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ დედების შვილებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში პარაცეტამოლს იღებდნენ, სამი თვის ასაკში საშუალოდ ჰქონდათ:

  • 40%-ით პატარა საკვერცხეები;
  • 13%-ით პატარა საშვილოსნო;
  • 23%-ით ნაკლები საკვერცხის ფოლიკული

ნიშნავს თუ არა ეს, რომ მომავალში ნაყოფიერება შემცირებას და ჯერ უცნობია.

კვლევის ავტორების თქმით, მათი შედეგები არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ქალებმა სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლის გამოყენებაზე უარი თქვან.

✕