მეცნიერები ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირზე საუბრობენ - კვლევა
1773868161
86 წლის ასაკში, ცნობილი პოეტი, ცისანა ანთაძე გარდაიცვალა. ცისანა ანთაძე არაერთი კრებულის ავტორია. მიღებულია აქვს ფრიდონ ხალვაშის, დავით აღმაშენებლისა და ანა კალანდაძის სახელობის პრემიები.
ქართულ პერიოდულ პრესასა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიცისტური წერილი. თარგმნილი აქვს ვლადიმერ ვისოცკისა და ტარიელ ცხვარაძის ლექსები.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გამომცემლობა “საბჭოთა აჭარაში”, “რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში; 2004-2012წწ.
უძღვებოდა გაზეთ “აჭარა P.S”-ის ლიტერატურულ რუბრიკას; რედაქტორია 20-ზე მეტი წიგნისა, არის ჟურნალ “ჭოროხისა” და გაზეთ “აჭარა P.S”-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (შემოქმედებით საქმიანობაში მიღებული წარმატებისთვის), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სიგელით (ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის).
მიღებული აქვს “ქართული კულტურის ამაგდარის წოდება” (ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირი), წმინდა მესროპ-მაშტოცის სამახსოვლო მედალი (საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ ,,ჰაიოს-ქართლოსის” გადაწყვეტილებით, სომხეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის).