გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ახალგაზრდა მუსიკოსი ლუკა იოსელიანი.
„ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულის ჩამდგმელი იყო.
ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ. ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო“ – აღნიშნულია Tbilisi Open Air/ AlterVisio-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„ყველასთვის საყვარელი DJ აღარ არის...“.
„ლუკა, ჩემო საყვარელო ადამიანო, რამდენი გეგმა გვქონდა ერთად“.
წარმოუდგენელი ამბავია, რომელსაც ახლაც ვერ ვიჯერებ“.
„ლუკასთან ერთად მუშაობის ბედნიერება მქონდა, იყო დრო. წარმოუდგენელი ამბავია მისი გარდაცვალება“.
„ბევრჯერ მუსიკაში დამეხმარე, ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი“.
„განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ასეთ კეთილ, ნიჭიერ და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებს ვკარგავთ — როცა ასეთი ადამიანები ტოვებენ ქვეყანას, თითქოს სითბო და სინათლე მცირდება…“, - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.