2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომლითაც თანასოფლელი ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზაზე რამდენჯერმე მოცურდა, რის შემდეგაც გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩხუტუნეთის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ძნელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დღეს სიტყვებს ვერ ვპოულობ…
დაგვეღუპა ჩვენი მეთერთმეტე კლასელი - ბიჭი, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენს ხელში გაიზარდა.
ჩვენი პატარა ბიჭი, რომელიც დღეს უკვე დიდი ბიჭი უნდა ყოფილიყო და თავისი ცხოვრების გზაზე უნდა წასულიყო…
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აღარ შეგვხვდები, გიო, სკოლაში, აღარ მოგვესალმები და აღარ და ვეღარ დაგინახავთ იმ ნაცნობი თვალებით…
ჩვენთვის, მასწავლებლისთვის, ყველაზე მძიმეა, როცა მის თვალწინ გაზრდილ მოსწავლეს ემშვიდობება. ეს ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება…
შენი ადგილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულში და ჩვენს მოგონებებში.
ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩვენო ბიჭო…
ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, შენს ოჯახს კი მისცეს ძალა ამ უდიდესი ტკივილის გასაძლებად.
მშვიდობით, ჩვენო მოსწავლევ… ჩვენო საყვარელო ბიჭო.
ძალიან ადრე დაგვტოვე“, - წერენ სოციალურ ქსელში.