„ტემპერატურა დაიკლებს“ - შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

თოვლიანი თბილისი

როგორია ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას:

21 ნოემბერს ნალექიანი ამინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსა და დედაქალაქშია მოსალოდნელი.

თბილისში დღისით ტემპერატურა დაახლოებით 13-15 გრადუსი იქნება. ბათუმსა და ქუთაისში წვიმა შენარჩუნდება, მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ მოსალოდნელია თოვლი.

22 ნოემბერსაც ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ნალექიანი ამინდი გაგრძელდება. ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში.

✕