თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი გადაიდო – დანარჩენი სერვისები 13 ივლისს ხელმისაწვდომი იქნება

მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ თელავში სააგენტოს ტერიტორიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, 13 ივლისს ყველა სერვისი სრულად აღდგება. გამონაკლისი მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპია (ქალაქი) – სააგენტო ამ დღისთვის დარეგისტრირებულ მოქალაქეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდება და გამოცდის ახალ თარიღს შესთავაზებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში სააგენტოს ტერიტორიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება. იმ პირებს კი, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) 13 ივლისს ჰქონდათ დაჯავშნილი, მომსახურების სააგენტო უმოკლეს ვადაში დაუკავშირდება და გამოცდის ახალ თარიღს შესთავაზებს“, - ნათქვამია განცხადებაში.