„თელასი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თელასი

კომპანია „თელასის“ განცხადებით, მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 0000 მომხმარებელს მთაწმინდის მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

თელასის ცნობითვე, 13:00 საათისათვის ტექნიკური სამსახურების მიერ აღდგენილია დიღმის რაიონში 30000 მომხმარებლების ელექტრომომარაგება, ასევე სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონების 28 000 მომხარებლის ელექტრომარაგება.

„უამინდობით გამოწვეული ქსელში დაზიანებების სიმრავლის გამო, „თელასის“ ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია 24-საათიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.