თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

თოვლი

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა. 

 მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +5 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +4 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.

თოვლია ომალოშიც დღისით -1, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიc იწვიმებს. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში თოვლჭყაპია ნავარაუდები, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.