სირიაში, მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

მეჩეთი სირიაში

სირიის ქალაქ ჰომსის ალავიტურ მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

შემთხვევა პარასკევის ლოცვების დროს მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა დაჯგუფება „სარაია ანსარ ას-სუნამ“ აიღო, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მეჩეთი სადაც აფეთქება მოხდა, რელიგიური უმცირესობით – ალავიტებით დასახლებულ რაიონში მდებარეობს.