თბილისის მეტროში მოულოდნელად გარდაცვლილ 21 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ

მარიამ ტყემალაძე

თბილისის მეტროში მოულოდნელად გარდაცვლილ 21 წლის მარიამ ტყემალაძეს დღეს დაკრძალავენ. 

საბედისწერო დღეს, 14 მაისს მეტროსადგურ "სამგორში" უცებ ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. გოგონას გული გაუჩერდა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო იმ დღეს მეტროში და მეგობრები შეესწრნენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. მათ თვალწინ მარიამს ხელიდან ტელეფონი გაუვარდა, მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა თურმე საათზე მეტხანს ცდილობდა მისთვის გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ...

21 წლის მარიამ ტყემალაძე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. 

დაკრძალვა: 19 მაისი, სულიწმიდის სახელობის ტაძრიდან.