თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც (დეტალები)

რკინიგზა

თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდა - დაემატა ახალი რეისებიც
„საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დრო 1 საათითა და 30 წუთით შემცირდა. ამიერიდან დედაქალაქიდან ზღვისპირეთამდე ჩასვლას 4 საათი დასჭირდება.

სამგზავრო გრაფიკის განახლებასთან ერთად დაემატა ახალი რეისებიც, რაც მოგზაურებს გადაადგილებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

განახლებული განრიგი:
თბილისი ➔ ბათუმი.

00:30 – 04:37;
06:30 – 10:31;
08:05 – 12:06;
10:15 – 14:16;
17:10 – 21:11;
ბათუმი ➔ თბილისი.

00:35 – 04:39;08:00 – 11:58;14:10 – 18:11;16:50 – 20:48;18:30 – 22:28.