მამაკაცი მოძრავი ავტომობილის საბარგულიდან გადავარდა და გარდაიცვალა - ტრაგედია გონიოში
1785587519
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.
ფედერალური რეესტრის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა დაასკვნას, რომ პროგრამა სავიზო პირობების დაცვას ეფექტურად უზრუნველყოფს და იგი მუდმივი გახდეს
საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დეპოზიტის ოდენობა 5000, 10000 ან 15000 დოლარი იყო, თუმცა პროგრამის საბოლოო რეგულაციით 5000 დოლარის ოდენობის დეპოზიტი უქმდება და დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20000 დოლარით განისაზღვრება.
აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება.
ცნობისთვის, სავიზო დეპოზიტის პროგრამაში 50 ქვეყანა შედის, მათ შორის არის საქართველოც.