თბილი დღეები გრძელდება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

შემოდგომა

ცნობილია, როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში:

11 სექტემბერი, პარასკევი
თბილისში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და დაახლოებით +29°C იქნება. ღამით შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება.

12 სექტემბერი, შაბათი
მოსალოდნელია ძირითადად მშრალი და თბილი ამინდი. თბილისში დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +29°C იქნება.

13 სექტემბერი, კვირა
ტემპერატურა კვლავ მაღალი იქნება თბილისში დაახლოებით +30°C. ამინდი ძირითადად სტაბილური და თბილი დარჩება.

14 სექტემბერი, ორშაბათი

ამ ეტაპზე პროგნოზი კიდევ უფრო დათბობას აჩვენებს. თბილისში შესაძლოა ტემპერატურამ +32°C-ს მიაღწიოს.