„ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად იყო წასული“ - რას წერენ აზერბაიჯანში, ტრაგიკულად დაღუპულ საქართველოს მოქალაქეზე

უჯალ ბაირამოვი

აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაღუპული უჯალ ბაირამოვია. ის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო.

ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის, 27 წლის უჯალ ბაირამოვის შესახებ აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს.

სამირა ბაირამოვას ცნობით, წყვილი ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად იყო წასული.

„07.09.2025 — ქორწილის დღე
07.09.2026 — გარდაცვალების დღე

ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად წასული ახალგაზრდა წყვილისთვის ეს დღე ტრაგედიით დასრულდა. აზერბაიჯანში, შაქის რაიონის სოფელ ბაშ-კელდეკში მდებარე დასასვენებელ ზონაში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას საქართველოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი ახალგაზრდა ემსხვერპლა“, - წერს ბაირამვა.