სხეულის სუნი, რომელიც კიბოს, დიაბეტსა და ღვიძლის დაავადებაზე მიუთითებს - ექიმის განმარტება
1779740104
„პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან, ძალიან ბევრი და მიუხედავად ამისა, მას არასდროს არ შეუწყვეტია კავშირი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან“, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) გადაცემაში „დებატები“.
მეუფე დანიელის თქმით, ქართული ეროვნული მოძრაობა გამოკვეთილი ქრისტიანული ნიშნებით - ჯვრებით, ხატებითა და სანთლებით - გამოვიდა ჯერ კიდევ 80-იან წლებში და თავად პატრიარქი ყოველთვის გვერდით ედგა ამ მოძრაობის ლიდერებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიის მძიმე პერიოდებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლება შეზღუდული იყო, სწორედ ეკლესია იყო თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი დამცველი და გამაერთიანებელი ძალა.
„პატრიარქს პირველი წლიდან ჰქონდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაშინდელი ხელისუფლებისგან, ძალიან ბევრი და მიუხედავად ამისა, მას არასდროს არ შეუწყვეტია ეს კავშირი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან და მე ვფიქრობ, ყოველთვის მხარდაჭერას გრძნობდნენ ლიდერები და ეს მოძრაობა.
ქართული ეროვნული მოძრაობა ძალიან გამოკვეთილი ქრისტიანული ნიშნებით იყო, ეს იყო ჯვრებით, ხატებით, სანთლებით გამოსული ამ უკვე 80-იანი წლიდან, რომ დაიწყო ეს გამოსვლები და რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა.
როდესაც სახელმწიფოს საქართველოს ისტორიაში ჰქონდა მძიმე პერიოდები, როდესაც მისი ხელისუფლება შეზღუდული იყო, მაშინ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო მებაირახტრე თავისუფლების სულისკვეთებისა და როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო, მაშინ იყო გამაერთიანებელი მთელი მოსახლეობისა, მთლიანობის და თავისუფლების მთავარი დამცველი იყო“, - აცხადებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი).