ილია მეორე – მე გაძლევთ ასეთ კურთხევას და თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის წყალობა არ მოგაკლდებათ
1774211370
ტურისტული თვალსაზრისით, გერმანია ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დამატებითი ავიაკავშირის ქონა, კიოლნი კი ახალი საჰაერო ხაზია, რომელიც გერმანიასთან გვაკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება გერმანელი ტურისტების რაოდენობა და ამ მიმართულებით გერმანია ქვეყნების ტოპ-ათეულშიც შედის.
ამასთან, ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზი ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე საქმიანი კონტაქტების შემდგომ განვითარებას.
„უმნიშვნელოვანესია საჰაერო ხაზების დამატება, რათა დაკავშირებადობა გაიზარდოს არა მარტო გერმანიასთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან. კიოლნის აეროპორტი მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია, რომელიც თბილისთან სხვა მიმართულებების დაკავშირებადობასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ცნობისთვის, 2 ივლისიდან ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.