გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
დღეს სვეტიცხოვლობაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართის დღესასწაულს ზეიმობს.
ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრესა და მის ძმას, ანდრიას, იაკობსა და მის ძმას, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნესა და მატათას იხსენიებს.
სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.