გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
სალომე ზურაბიშვილს იყენებენ ყველაზე საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად. შეგახსენებთ, რომ სწორედ ის იყო, ვინც შარშან, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველაზე ამორალური ტყუილები გაავრცელა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, უცხოელი აქტორები სალომე ზურაბიშვილს იყენებს ტყუილების სათქმელად.
„ზურაბიშვილი იგონებდა, თითქოს იყო პირადობის მოწმობების ორჯერ გამოყენება, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. იგონებოდა, თითქოს იყო 300 000 ზეციური საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც არსაიდან გაჩნდა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. იძახოდა, რომ ეს იყო რაღაც მასიური შეტევა არჩევნებზე რუსეთის მხრიდან, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. ამ ადამიანს ყველაზე საძაგელ ტყუილებს ათქმევინებენ ხოლმე და ათქმევინებენ იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო უცხო პლატფორმებზე გაიმეოროს ეს, როგორც ეს გააკეთა ახლა ამ შემთხვევაში პრაღაში, როდესაც მართლაც ასეთი საძაგელი ტყუილი თქვა საქართველოსთან დაკავშირებით და აქ უბრალოდ ერთი რამ უნდა ამოვიკითხოთ. ის ამას თავისით არ აკეთებს რა თქმა უნდა, აქ უნდა ამოვიკითხოთ გეგმა იმ უცხოური ჯგუფებისა, რომლებიც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ. როგორც შარშან იყო გეგმა, მისი პირით უნდა ეთქვათ ყველაზე საძაგელი ტყუილები ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ მათი გულცივი დამოკიდებულებები ეჩვენებინათ ხელისუფლების მიმართ, საბაბი მიეცათ კრიტიკისთვის, ახლაც ასეა. გამოიყვანეს, რომ ეთქვა, ღობე ხუთი ჭანჭიკით იყო გამაგრებული თუ ჩაბეტონებული რკინა-ბეტონი იყო, თუ ქვაღორღი. შემთხვევითი არ არის, რომ პრაღაში, ჩეხეთში უცხოურ ფორმატში ითქვა ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დავაკვირდეთ, როგორც კი დავინახავთ უცხოელებს, რომლებიც ამ საძაგელ ტყუილს გაიმეორებენ, ეგრევე მივხვდებით, რომ ეს არის ზუსტად კოორდინირებული, ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა.
„სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში რაღაც საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულმა ამ საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა, რაც არის ახლა. ამიტომ არის სიჩუმე. რატომ არ გმობენ?! რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან არჩევნების წინ, ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, პარტიის, ვინ ეკითხებოდა ევროკავშირის ელჩს, წელს იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი ძალადობრივი, რომელსაც ისინი აბარებენ რწმუნებათა სიგელს და რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში, ამ სასახლის ძალადობრივ შტურმს იმ ჯგუფების მიერ, რომელიც არის მათი მხარდაჭერილი ჯგუფები, „ენჯეოები“ და ოპოზიცია, რომელ შეკრებასაც მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა და დღეს ყველა რომ დაიმალა და კრინტი რომ არ გვესმის მათგან, რატომ არ გმობენ ამ ყველაფერს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში „Forum 2000“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა: „ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ მომზადდა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ძალების მიერ, სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით განხორციელდა“.