სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული დარღვევების გამო, ი/მ თ.მ დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.