მოსალოდნელია ძლიერი ქარი - ამინდის განახლებული პროგნოზი
1773768193
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბილეთები ნაყიდია და ძალიან მალე, თბილისში თურქი ექიმი რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.
„უცხოელი ექიმის მოწვევაზე დილიდან ვიმუშავეთ. პრაქტიკულად, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში, საკმაოდ კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება აქ, თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან. მე პირადად, მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა. თუმცა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნებ რაიმე უკეთესი რჩევაც იყოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.