„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
1779647632
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გორში დაგეგმილ ღონისძიებებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მოსულ სტუმრებს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა ელოდებათ:
"ჩვენ, წლევანდელ წელს წარმოდგენილი ვართ ქალაქ გორში, ცენტრალურ მოედანზე. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება. წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, სტენდებით, გამოფენით და ა.შ. გვექნება ერთგვარი ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია და ამ ჭკვიან ქალაქში, როგორც ქვეყანაში შემოსვლის დროს, პირველი გხვდება საპატრულო პოლიცია, აქაც მსგავსი იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი იქნება, სადაც მოსულ სტუმრებს მივცემთ სამახსოვრო პასპორტს და შესაბამის თანხმობას, რომ შევიდნენ ამ ქალაქში. ამის შემდეგ კი იწყება სხვადასხვა დანაყოფის გამოფენა. წარმოდგენილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სხვადასხვა დეპარტამენტი, მომსახურების სააგენტო, სადაც გვექნება იმიტირებული საგამოცდო მოედანი ბავშვებისთვის, სადაც ველოსიპედებით ჩააბარებენ და აიღებენ მართვის შესაბამის მოწმობას. სხვათა შორის, ამ ნაწილზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის ხოლმე. ასევე, დაცვის პოლიციას ექნება უსაფრთხო სახლის კონცეფცია, სადაც ბავშვები თავად მონაწილეობენ იმიტირებული უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოფენს საკუთარ ტექნიკას, ასევე, ძებნა-შველის საშუალებებს - დრონებს და სხვადასხვა ტექნიკას. წარმოდგენილი იქნება სახანძრო-სამაშველო ტექნიკა - სახანძრო მანქანები, რომლებიც სულ ახლახან შევიძინეთ. გარდა ამისა, იქნება საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, მოწყობილი გვექნება იმიტირებული დანაშაულის ადგილი, საიდანაც მენტორთან ერთად შეეძლებათ, რომ გარკვეული ანაბეჭდები აიღონ, ნივთმტკიცებები შეაგროვონ და ა.შ. ასევე, ქიმიური შოუ, რომელიც ძალიან მოსწონთ ხოლმე ბავშვებს და ჩვენი ექსპერტები ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. წარმოდგენილი იქნება აკადემია, ვირტუალური ტირით. ჩვენ, 2027 წლიდან საბაკალავრო პროგრამაზე ვიწყებთ სტუდენტების მიღებას და იქ, გარკვეული საინფორმაციო სტენდი გვექნება.112, რომლებსაც საგანგებო სიტუაციებზე, რეაგირების ნაწილზე, საკმაოდ კარგი და შემეცნებითი ატრაქცია აქვთ მოწყობილი. ასევე, ადამიანებს შეუძლიათ მოისმინონ ცოცხალი ზარები, რომელიც 112-ში ფიქსირდება. მათ შორის გვაქვს ბავშვების ზარები, რომლებმაც დარეკეს და გადაარჩინეს - გმირი ბავშვების.
საპატრულო პოლიციას ექნება საკუთარი ტექნიკა ექნება გამოფენილი. ასევე, იქნება სასაზღვრო პოლიცია, ძალიან დიდი ინტერესს იწვევს ხოლმე ის ახალი ვერტმფრენი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ. ამ შემთხვევაშიც, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ ეს ვერტმფრენი გარედან, ასევე ვაძლევთ ხოლმე საშუალებას, ამ ვერტმფრენის სამართავ პუნქტთან მივიდნენ.
ჩვენთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მერია ბევრ საინტერესო აქტივობას გვთავაზობს - იქნება მეწარმეების გამოფენა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს ექნება საკუთარი ტექნიკის გამოფენა.
17:10 წუთზე იქნება ჰიმნი და საბოლოო ჯამში დასრულდება დიდი გალა-კონცერტით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა ელოდებათ მოსულ სტუმრებს,"- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.