სტრესის დროს მუცელში „პეპლები" ან შფოთვის უეცარი შემოტევა რეალურად ბიოლოგიური სიგნალია - ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა საზოგადოებას მიმართავს

ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„ის ფიზიკური შეგრძნება, მუცელში რომ გაქვთ სტრესის დროს – „პეპლები“ ან შფოთვის უეცარი შემოტევა...
ეს არის რეალური ბიოლოგიური სიგნალი. ეს თქვენი „მეორე ტვინი“ გიგზავნით მესიჯს.

დიახ, სწორად გაიგეთ. თქვენს ნაწლავებში არსებობს ენტერალური ნერვული სისტემა (ENS), რომელსაც ხშირად „მეორე ტვინს“ უწოდებენ. ის ასეულობით მილიონ ნეირონს შეიცავს – მეტს, ვიდრე მთელ ზურგის ტვინშია!
ამ ორ ტვინს შორის კავშირი არის რთული, ორმხრივი „ალგორითმი“, რომელსაც ნაწლავ-ტვინის ღერძი (GBA) ჰქვია. ისინი მუდმივად „საუბრობენ“ და ამ დიალოგზეა დამოკიდებული თქვენი გუნება-განწყობა.
ეს „საუბარი“ 4 ძირითადი არხით მიმდინარეობს:

ნერვული არხი (ცდომილი ნერვი): ეს არის პირდაპირი, ფიზიკური „მაგისტრალი“, რომელიც ტვინის ღეროს ნაწლავებთან აკავშირებს. ის მყისიერად ატყობინებს ტვინს მუცელში არსებულ შეგრძნებებს.

ენდოკრინული/ჰორმონალური არხი (HPA ღერძი): თქვენი ნაწლავის მიკრობები პირდაპირ ერევიან და არეგულირებენ თქვენი სტრესის მთავარ სისტემას და სტრესის ჰორმონების, მათ შორის კორტიზოლის, დონეს. როცა ეს ღერძი ირღვევა, იწყება შფოთვითი აშლილობები და დეპრესია.

იმუნური არხი (ანთება): პრო-ანთებითი კვება (ფასტ-ფუდი, არასწორი ტექნოლოგიით დამუშავებული საკვები) იწვევს ნაწლავის ბარიერის დაზიანებას, რასაც „გაჟონვად ნაწლავს“ უწოდებენ. ბაქტერიული ენდოტოქსინები სისხლში გადადიან , იმუნური სისტემა სუსტდება და ვითარდება სისტემური ანთება... რომელიც საბოლოოდ ტვინში აღწევს (ნეირო-ანთება). დღეს ეს დეპრესიის ერთ-ერთ მთავარ პათოფიზიოლოგიურ ფაქტორად განიხილება.

მეტაბოლური არხი (ნეიროტრანსმიტერები): და აი, კულმინაცია. ეს არის ნუტრიციული ფსიქიატრიის ბირთვი.
რატომ არის მე-4 არხი ასეთი მნიშვნელოვანი? იცოდით, რომ თქვენი „ბედნიერების ჰორმონის“ (სეროტონინის) დაახლოებით 90%-ს თქვენს ნაწლავებში გამომუშავდება და არა ტვინში?".