მისამართები, სადაც დილით გაზის მიწოდება შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1763576568
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ზონაში შედის დედამიწა. 20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე გვექნება ახალმთვარეობა. ამ და სხვა საინტერესო თემების საკითხებზე დაბლა ვრცლად ვისაუბრებ:
ახალმთვარეობისას დღის და ღამის მანათობლები, ანუ მზე და მთვარე ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებიან, უერთდებიან ერთმანეთს და ნელ-ნელა იწყება მთვარის მატების ახალი ციკლი.
ეს დრო კარგია საქმეებში პროგრესისა და წინსვლისთვის.
ახლა მივიღებთ ტრანსფორმაციის კულმინაციას, რადგან მორიელის 28 გრადუსი მეტად საგულისხმო თვისებებით გამოირჩევა.
ერთ-ერთი ვერსიით, ესაა ფენიქსის მსგავსი, სადაც წინა ხაზზე იწევს ძველი მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივად, წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი ახალმთვარეობაა, სადაც ძველი სრულდება და ახალი იბადება.
ძალიან კარგი დროა ფსიქიკის გაჯანსაღებისთვის, რელაქსისა და სულიერი ვარჯიშისთვის, შემოქმედთან კავშირისთვის, საბანკო-საფინანსო საკითხების მოგვარებისთვის.
ბევრ თქვენგანს, თუ ნათალურ ჩარტში ტრანზიტები ხელს გიწყობთ გამოგიკეთდებათ განწყობა.
ფსიქიკისთვის, სტრესის შემცირებისა და გაჯანსაღებისთვის იდეალური დროა, რადგან მთვარეს პიკზე ძლიერი ტრიგონები აქვს სატურნისა და ნეპტუნის ენერგიებზე.
მეტიც, საოცრად ჯადოსნური ღამეები იქნება, განსაკუთრებით 19,20,21 და ნაწილობრივ 22 ნოემბერს, თუმცა დრო ასე თუ ისე, აქტიურად გრძელდება 5 დეკემბრამდე, მიიღებთ წინასწარმეტყველურ მინიშნებებსაც კი ან სიზმრის სახით მაინც ბევრი გაიგებს საგულისხმო ინფორმაციას.
მთვარეს ნეგატიური ოპოზიცია აქვს პლანეტა ურანზე და შეერთება ლილიტზე, შესაბამისად სწორად შეაფასეთ ვითარება და რეორგანიზაციულ თემებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ!
არ ვარგა დიდი ფინანსური დავალიანება ან მატერიალურ საკითხებში ტყუილი.
ამ მონაკვეთში, ხაზგასმით ვამბობ, სიცრუე თანხებში დასჯადია.
ნუ გადასცდებით კანონს, თორემ დაგადებენ ჯარიმას ან სულიერ ჭრილში ბუმერანგით მოგიბრუნდებათ უკან.
კარგი დროა ვალების გასტუმრებისთვის, თუმცა ზოგიერთმა მევალემ შესაძლოა გაგაწვალოთ.
ძალიან ცუდად დასრულდება ამ ორკვირიან მონაკვეთში ღალატიც!
ერიდეთ ფარულ რომანებს, რამეთუ ეს გამოიწვევს დიდ სკანდალს და საბოლოო ჯამში სრულ დესტრუქციას.
თუ რამე სერიოზულს არ აპირებთ უმჯობესია მეტად გადაერთოთ ამ ორკვირიან მონაკვეთში ძველი პროექტების და იდეების დასრულებაზე და ფსიქოლოგიურ მიმართულებებზე, სადაც გამყარდებით და ახლებური ძალებით შეეცდებით დეკემბერში აქტიურობას.
ორგანოებიდან სუსტდება და არ გადატვირთოთ ყელი და შარდსასქესო სისტემა.
22 ნოემბერს დღის მანათობელი დატოვებს მორიელის ნიშანს და გადაინაცვლებს მშვილდოსანში, სადაც 1 თვით დარჩება.
ეს იქნება დრო კრიზისებიდან თავის დაღწევის და აბსოლუტურად ხელახალი ფაზის გააქტიურების.დრო და დრო, წინა ხაზზე წამოვა პოზიტიური აზროვნება, საგანმანათლებლო პროცესების გააქტიურება და უცხოეთის ამბები. ბევრი თქვენგანი ამ ამოცანებს შეეჭიდება კიდეც.
წყალი 9 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები
1763575595