სტიქიის ზონაში, ერთი ოჯახის სამ წევრს ეძებენ

შოვი

რაჭაში, სტიქიის ზონაში ერთი ოჯახის სამ წევრს ეძებენ.

შორენა ბიჭაშვილი და მისი ორი შვილი, მარიამ და კოტე მაისურაძეები.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან.. ტოვებენ 2 შვილს, ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების გადასარჩენად“ – მოქალაქეები შოვში მომხდარ სტიქიაზე

„კახი კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი“ გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა “ – სასტუმროს წარმომადგენელი

VIDEO: „სამი თვის მესაზღვრე... ახალი მესაზღვრე გვყავს“ - ყველაზე პატარა გადარჩენილი სტიქიის ზონიდან