ეს ბევრმა არ იცის: თუ ლოცვას სწრაფად კითხულობ - მამა გაბრიელის ეს რჩევა გაითვალისწინე
1752862983
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი, – ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ განაცხადა.
როგორც გოჩა ქიმაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგად ძირითადად ორი სოფელი შოყა და გომარო დაზარალდა.
„გომაროში შვიდი ოჯახის ევაკუაცია მოხდა. გაცილებით ცუდი მდგომარეობა იყო გუშინ სოფელ შოყაში ოთხი ოჯახი დაზარალდა, სამი ოჯახის სახლი უკვე საცხოვრებლად უვარგისია. საქონლის სადგომი წაიღო წყალმა პირუყვთან ერთად. ყველა გადაყვანილი გვყავს უსაფრთხო ადგილზე. დღეიდან ჩვენ უკვე გვაქვს მიცემული განკარგულება შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბინები, სადაც ქირით გავიყვანთ. ადგილზევე შეიქმნა შტაბი, რომელსაც კოორდინაციას უწევს საგანგებო სამსახური“, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სოფელი გომარო და შოყა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.