1753214676
სოფელ ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.