1753214676
„ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, წითურები, ბულაჩაური, ლაფანაანთკარი, ნოჯიკეთი და მიმდებარე სოფლებში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.