ხანძარი იმერეთში - არის მსხვერპლი
1776368360
საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის მაღაზიები საქართველოში, "ალშაია ჯგუფთან" პარტნიორობით გაიხსნება. ფართოვდება როგორც სტარბაქსის გლობალური ქსელი, ასევე "ალშაია ჯგუფის" ევრაზიის რეგიონში ოპერირება. სტარბაქსის ქსელის საქართველოში შემოსვლა, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგია.
"სტარბაქს-ის" გლობალური ქსელის შემოყვანა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ხანგრძლივ მოლაპარაკებებში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის წარმატებით განხორციელება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. საუბარია იმ სტაბილურ და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც ქვეყანაში მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბდა.
ზაფხულში, დედაქალაქში პირველი ობიექტის გახსნის შემდეგ, რამდენიმე თვეში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქსელის გაფართოება იგეგმება. მოლოდინია, რომ სტარბაქსის მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყება, დამატებითი მოტივაცია გახდება სტარბაქსის მსგავსი სხვა მსხვილი ბრენდებისთვის, საქართველოში არსებული ბაზრით დაინტერესდნენ.
"ალშაია ჯგუფი" "სტარბაქს-ის" 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თავად კომპანია „სტარბაქსი“ 1971 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის, სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელია მსოფლიოში. კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. მათ რიცხვს, უახლოეს თვეებში, საქართველოში გახსნილი "კოფიშოპებიც" შეემატება.