4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
ეს საახალწლო დღეები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ერთგვარად დაამძიმა ჩვენი სასწავლებლის ყოფილი თანამშრომლის, საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის, ბატონ ვახტანგ შონიას გარდაცვალებამ,- სამწუხარო ინფორმაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონი ვახტანგი სამურზაყანოს მკვიდრი გახლდათ და აფხაზეთ-სამურზაყანოს მხარისათვის დამახასიათებელი კეთილი თვისებებით სრულად აღჭურვილი.
უფროსთან უფროსი იყო, უმცროსთან - უმცროსი. არ მახსოვს, გაღიმების გარეშე ვინმეს მისალმებოდა, მოეკითხა. თავაზიანობა, გვერდში დგომა, მხარდაჭერა, დახმარება - ბატონი ვახტანგი ხასიათი იყო. მასთან კაბინეტში შესულ პიროვნებას, ყველას ფეხზე წამოუდგებოდა და ასე ესალმებოდა, შეიპატიჟებდა, დასვამდა, მოუსმენდა და დაეხმარებოდა.
თანავუგრძნობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბატონი ვახტანგის კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ამ დიდ დანაკლისს.
ღმერთმა ნათელი ამყოფოს ბატონი ვახტანგის სული. სამურზაყანო-აფხაზეთი კი კიდევ ერთი დიდებული ქართველით დაობლდა...“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.