შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ტანსაცმლის ტარება - მღვდლების მოსაზრება
1771357904
დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას კირ სტარმერმა უკრაინაში პუტინის „ბარბაროსულ თავდასხმები“ დაგმო. „სქაინიუსის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი 17 თებერვალს გვიან ღამით გამართა მას შემდეგ, რაც ჟენევაში რუსეთთან და უკრაინასთან აშშ-ის ეგიდით გამართული მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა.
„სტარმერმა კიდევ ერთხელ დაგმო პუტინის ბარბაროსული თავდასხმები უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.
მისივე ცნობით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის“ მიზნით მოლაპარაკებების წარმოებაზე.