შვეიცარიის საელჩო: მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის

შვეიცარია

 მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში დღეს ეროვნული გლოვის დღეა.

"დღეს შვეიცარიაში ეროვნულ გლოვის დღეა, რომელიც პირველ იანვარს კრან-მონტანაში მომხდარი გამანადგურებელი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. ჩვენი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც შვეიცარიასა თუ მის ფარგლებს გარეთ დაზარალდა. მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის", – წერს საელჩო.

ცნობისთვის, პირველ იანვარს, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, აფეთქება მოხდა. შედეგად, დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 100 მეტი ადამიანი კი დაშავდა.