„ჯარიმა 500 ლარია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1777461872
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს 10:40-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი, კახოიანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, გურგალველი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, მწითურის, მთვარელიანის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.