განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხაროდ დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. 7 თუ 8 ბავშვია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 18 ადამიანს ეძებენ.
რაც შეეხება დაღუპულებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის ბავშვები. ბოლო ინფორმაციით,
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს.