1747598145
შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი „MIA“ და თავდაცვის სამინისტროს საფეხბურთო გუნდი „არმია“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული მატჩის შედეგად, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხეს „არმია“ და გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.