შესაძლებელია თუ არა ტანსაცმლის დაბრუნება გარეცხვის შემდეგ ქვითრის გარეშე - ვადები და უფლებები, რომელიც უნდა იცოდეთ

ქვითარი

ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება 14 დღის ვადაში შეგიძლიათ. 

გარდა ამისა, შესაძლებელია გარეცხილი ტანსაცმლის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვითარი არ გაქვთ.

ამ თემაზე ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა. 

„ნებისმიერ ფიზიკურ პირს ისევე ეხება კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ როგორც მსხვილ კომპანიას. როდესაც ელექტრონულად შევიძენთ ნივთს ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები. როგორც წესი პრობლემა არის ხოლმე ის, რომ გამყიდველი გვეუბნება, ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ჩვენთან ასეა დადგენილი. 

განსხვავდება ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების წესი მაღაზიაში შეძენილი ნივთის დაბრუნებისგან. როდესაც ონლაინ ვიძენთ, ნებისმიერი სოციალური ქსელით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარანტირებული 14 დღე შეძენიდან და ამ დროის განმავლობაში უმიზეზოდ შეგვიძლია დავაბრუნოთ ან გადავცალოთ ნივთი.

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓